უკრაინის მთავრობა

უკრაინული მედია: მთავრობაში ზღულაძისა და ადეიშვილის კანდიდატურები განიხილება

trend.az

უკრაინის ახალ მთავრობაში საქართველოს მთავრობის ყოფილი წევრების - ზურაბ ადეიშვილის და ეკა ზღულაძის დანიშვნა განიხილება - ამის შესახებ უკრაინულ მედიასაშუალებები საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან.

უკრაინულ სააგენტო ЛІГАБізнесІнформ-ის ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ეკა ზღულაძის უკრაინაში ანალოგიურ თანამდებობაზე დანიშვნა განიხილება. საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს კი ანტიკორუფციულ ბიუროს ხელმძღვანელობას სთავაზობენ.

როგორც გამოცემა უკრაინსკაია პრავდა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობთ იუწყება, ზურაბ ადეიშვილის კანდიდატურა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე განიხილება.

უკრაინული წყაროების ცნობით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ასევე მაღალ თანამდებობებზე კიდევ ორი უცხოელის - აშშ-სა და ლიტვის მოქალაქეების დანიშვნას განიხილავს.

შესაბამისი საკანომდებლო ცვლილება პეტრო პოროშენკომ დღეს, ახალარჩეული რადას პირველ სხდომაზე მოითხოვა. 

კომენტარები