ფარული მოსმენები

პრემიერი: მოსმენებზე პარლამენტმა სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება მიიღო

ირაკლი ღარიბაშვილი დუისში
Irakli Garibashvili Official

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის პროექტის პირველი მოსმენით მიღებას მიესალმება და მას სახელმწიფოებრივად სწორ და გონიერ გადაწყვეტილებად აფასებს. 

"ჩემთვის მართლაც გასაოცარია ის რეაქცია, რაც აქვთ ჩვენს ე.წ. ოპონენტებს. მართლაც, 9 წლის განმავლობაში ჩვენი მოსახლეობა ითმენდა ამ უსამართლობას და ამას ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვა. ასევე, მინდა მივესალმო პარლამენტის უმრავლესობის მიერ მიღებულ სახელმწიფოებრივად სწორ და გონივრულ გადაწყვეტილებას. მიმაჩნია, რომ ეს არის მართლაც ოპტიმალური ვარიანტი, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ შეიმუშავა. იმედია, რომ ამ საკითხს ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი", - განაცხადა პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

პარლამენტმა გუშინ ფარული მოსმენების შესახებ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის სამი კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტი 75 ხმით 58-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით დაამტკიცა. საკანონმდებლო ორგანომ ასევე კენჭი უყარა ვახტანგ ხმალაძის საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ჩავარდა. მის წინააღმდეგ ხმა 71-მა დეპუტატმა მისცა, 61-მა კი მხარი დაუჭირა.

კომენტარები