აფხაზეთის ანექსია

ბერუჩაშვილი: გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევაზე ვმუშაობთ

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, სოჭში ხელმოწერილ ე.წ. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, საგარეო უწყება გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევაზე მუშაობს. მისი თქმით, ყველა სამინისტრო ჩართულია, რადგან საკითხის მომზადებას სჭირდება სერიოზული პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება.

"გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევაზე ვმუშაობთ, კონსულტაცია მიდის როგორც მუდმივ წევრებთან, ასევე არამუდმივ წევრებთან, ჩვენი საელჩო ჩართულია, კონსულტაციები მიდის ადგილზე ნიუ იორკშიც. გვაქვს ელჩებთან შეხვედრა, სამუშაო პროცესია. იმედია, მივიღებთ კონკრეტულ შედეგებს, ვემზადებით. ყველა სამინისტრო ჩართულია, იმიტომ, რომ ამ საკითხის მომზადებას სჭირდება სერიოზული პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება. ინსტრუქციები გაგზავნილია, დედაქალაქებში საელჩოები მუშაობენ პროცედურის გათვალისწინებით. ჩვენი მისიის ხელმძღვანელი ნიუ იორკში კონსულტაციებს ატარებს, ადგილზეც კონსულტაციები ტარდება. დოკუმენტიც გაგზავნილია, ნოტებიც და საელჩოებიც მუშაობენ", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.

კომენტარები