საფრანგეთი

საფრანგეთში უმუშევრობამ რეკორდულ ნიშნულს 3,46 მილიონს მიაღწია

Reuters

ოქტომბრის თვის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საფრანგეთში უმუშევრობა 3,46 მილიონს შეადგენს, რაც საფრანგეთისთვის უმუშევრობის რეკორდული მაჩვენებელია. 

ოქტომბერში უმუშევრობის სოციალური შემწეობის მსურველთა რაოდენობა 0,8%-ით აღემატება წინა თვის მაჩვენებელს, ხოლო მთლიანად უმუშევართა რიცხვი 2013 წლის მაჩვენებელს 5%-ით აღემატება. 

საფრანგეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი წელს 0,4%-ს შეადგენს, ეკონომისტების შეფასებით, უმუშევრობის შემცირებისთვის საფრანგეთის ეკონომიკური ზრდა მინიმუმ 2% უნდა იყოს. 

საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრის ემანუელ მაკრონის შეფასებით, საფრანგეთი უმუშევრობის ციებ-ცხელებას აქვს მოცული, რაც სასწრაფო რეფორმებს საჭიროებს.

ქვეყნის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ოქტომბერში განაცხადა, რომ ის გადადგებოდა, თუკი უმუშევრობის ზრდის შეჩერებას ვერ შეაჩერებდა, თუმცა აღნიშნული სტატისტიკის გასაჯაროების შემდეგ განაცხადა, რომ ის უმუშევრობასთან ბრძოლას გააძლიერებს. ფრანსუა ოლანდის სოციალისტური პარტიის რეიტინგი უკანასკნელი კვლევის შედეგად რეკორდულად დაბლაა დაცემული.

კომენტარები