მესხების რეპატრიაცია

პრეზიდენტი და ომბუდსმენი მუსლიმ მესხებს შეხვდნენ

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი დღეს საბჭოთა დროს დეპორტირებული მესხების წარმომადგენლებს შეხვდა. მათ რეპატრიაციასთან დაკავშირებული პროცესუალური სირთულეების შესახებ იმსჯელეს. მესხთა წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია უფრო მჭიდრო თანამშრომლობა რეპატრიანტების საკითხზე მომუშავე უწყებათაშორის საბჭოსთან, რომელიც 2011 წელს შეიქმნა. ასევე, გამოთქვეს სურვილი, რომ ორწლიანი ვადა, რომელიც გადაწყვეტილების მისაღებად მიეცათ - გამოვიდნენ სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან და მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა - ხუთ წლამდე გაიზარდოს.

მესხების გადასახლების 70 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც, რომელიც საზოგადოება „ვათანის“ ორგანიზებით გაიმართა. სახალხო დამცველმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა რეპატრიაციის პროცესის დაჩქარების აუცილებლობას და იმ პრობლემატიკის მოგვარებას, რომელიც სახელმწიფოს ვალდებულებაში შედის.

სამხრეთ საქართველოდან მაჰმადიანი მესხები 1944 წელის 15 ნოემბერს ბერიას ბრძანებით გაასახლეს.

კომენტარები