გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევა

ბერუჩაშვილი: საგარეო უწყება გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევაზე მუშაობს

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სოჭში ხელმოწერილ ე.წ. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, საგარეო უწყება გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევაზე მუშაობს. გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ, თამარ ბერუჩაშვილი ირწმუნება, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ოფიციალური დოკუმენტიც და შესაბამისი ნოტაც გაგზავნილია. თუმცა, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დღეს ტაბულას უთხრეს, რომ დოკუმენტის გაგზავნასთან დაკავშირებით დაზუსტებულ ინფორმაციას სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ვერ მოგვაწვდიდნენ. მინისტრის განცხადებას ტყუილს უწოდებენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევაზე ქართული მხარეს სამუშაოები არ დაუწყია, ინსტრუქციები არც ელჩებს მიუღიათ.

კომენტარები