რეზოლუცია აფხაზეთის ანექსიის წინააღმდეგ

კანდელაკი: რეზოლუციის ჩაგდებით უმრავლესობამ პუტინის ინტერესებს დაუჭირა მხარი

რადიო თავისუფლება

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი კანდელაკის თქმით, რეზოლუციის ჩაგდებით უმრავლესობამ პუტინის ინტერესებს დაუჭირა მხარი.

"უმრავლესობის წევრებმა, რომლებმაც ამ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა, რეალურად მხარი დაუჭირა რუსეთის და პუტინის ინტერესებს. ამაზე უფრო ნათელი თვითილუსტრაცია, რაც დღეს გააკეთა ქართულმა ოცნებამ პარლამენტის დარბაზში, მე ძნელად წარმომიდგენია" - განაცხადა კანდელაკმა. 

ნაციონალური მოძრაობის მიერ მომზადებული რეზოლუცია აფხაზეთის ანექსიის შესახებ ჩავარდა. რეზოლუციას მხარი 36 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 33 დეპუტატი იყო. დეპუტატები ვერ შეთანხმდენ რეზოლუციის იმ ნაწილზე, რომელიც რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან მიერთებას და აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებებს ეხებოდა. როგორც ცნობილია, ნაციონალური მოძრაობის რეზოლუციას მხარი არც თავისუფალმა დემოკრატებმა დაუჭირეს. ალტერნატიული დოკუმენტის რეგისტრაცია ქართულმა ოცნებამ ვერ მოასწრო. 

კომენტარები