ფარული მოსმენები

პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს, 14:00 საათზე გაიმართება

პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს, 14:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, რომ ვინაიდან ჯერჯერობით უცნობია, დაადებს თუ არა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პროექტს ვეტოს, ამიტომ დეპუტატების მზადყოფნა მნიშვნელოვანია.

კანონპროექტზე ვეტოს დასაძლევად 76 დეპუტატის ხმაა საჭირო. ფარული მოსმენების შესახებ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ შემუშავებული ვარიანტი კი, გუშინ პარლამენტმა 73 ხმით მიიღო.

კომენტარები