ფარული მოსმენები

პრეზიდენტი 12:00-ზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს

გიორგი მარგველაშვილი
argumenti.ge

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილი საგანგებო განცხადებას დღეს, 12:00 საათზე გააკეთებს. ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ მიმართა პრეზიდენტს, ხელი მოაწეროს ან ვეტო დაადოს ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა გუშინ 73 ხმით მიიღო. 

ვეტოს გამოყენების შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობა მის დაძლევას შეეცდება. პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს 14:00 საათისთვისაა ჩანიშული. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას 76 დეპუტატის ხმა სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ფარულ მოსმენებზე კანონის გადავადების შესახებ ერთი თვის წინ მიღებულ კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. 

კომენტარები