ფარული მოსმენები

პრეზიდენტმა ფარულ მოსმენებზე ვეტოდაძლეულ კანონპროექტს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ფარული მოსმენების შესახებ ვეტოდაძლეულ კანონპროექტს ხელი მოაწერა.

ხელმოწერამდე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი კვერენჩხილაძე განმარტავდა, რომ პრეზიდენტი ამას სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე გააკეთებდა.

"აქ არის გარკვეული თარიღები, რაზეც დღეს პლენარულ სხდომაზე იყო საუბარი 1 დეკემბერთან დაკავშირებით, გარკვეული ვაკუუმის საფრთხეებზე და პრეზიდენტი არ შექმნის გარკვეულ პრობლემებს სახელმწიფოსთვის. ამას სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე გააკეთებს", - აღნიშნა გიორგი კვერენჩხილაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტზე საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელი ვეტო დაძლია.

უკვე მეორედ მიღებული ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონის მიხედვით, მოსმენების ერთი ე.წ გასაღები შსს-ში რჩება, ხოლო მეორე - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს გადაეცემა.

კომენტარები