Beth Hart

ფილარმონიამ Beth Hart-ს უმასპინძლა

Shalika Studio
თბილისის ფილარმონიის დიდმა საკონცერტო დარბაზმა თანამედროვე ბლუზის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ შემსრულებელს ბეტ ჰართს უმასპინძლა. კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა. მასზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, ორგანიზატორებს, Altervision Group-ს, დარბაზში 80 ადგილის დამატებაც კი მოუხდათ.

ბეტ ჰართი მსმენელთა წინაშე ჰიტებით და მის ბოლო ალბომში შესული კომპოზიციებით წარსდგა, სულ 20-ზე მეტი სიმღერა შეასრულა და ორჯერ ბისზეც გამოვიდა. ერთ-ერთი სიმღერის დროს, ტრადიციულად, მაყურებელთანაც ჩავიდა. რამდენიმე მელომანმა კი, სცენაზე ასვლა და საყვარელ მომღერალთან ფოტოს გადაღებაც მოახერხა.

„დაუჯერებელი აუდიტორია იყო ამ საღამოს" - განაცხადა კონცერტის შემდეგ ბეტ ჰართმა, - " ნახეთ აუდიტორია? ისეთი თბილი და სასიამოვნო! მთელმა ბენდმა საუკეთესო დრო გავატარეთ. მე მინდა დავბრუნდე საქართველოში რაც შეიძლება მალე. ეს დაუჯერებელი იყო, ისეთი შესანიშნავი. ქართული გუნდი განსაცვიფრებელი იყო. ბენდის ყველა წევრი, ყველა, ვინც ჩამოვიყვანე და ჩემთან ერთად მუშაობს, ამბობს, რომ მათ არ უნდათ აქაურობის დატოვება, არ უნდათ არსად წასვლა. ახლა აქ უნდათ იცხოვრონ, ყველა შესანიშნავად ერთობა. როგორ შეგიძლიათ, ასეთი თბილები იყოთ? მართლაც გასაოცარია, ისეთი შეგრძნება მაქვს რომ სხვა პლანეტაზე ვარ“.

კონცერტის შემდეგ სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში After Farty-ი გაიმართა, რომლის მთავარი სტუმარი ბეტ ჰართი იყო.

კომენტარები