არჩევნები მოლდოვაში

წინასწარი მონაცემებით, მოლდოვის არჩევნებში პროევროპული პარტიები ლიდერობენ

მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, სამი პროდასავლური პარტია ლიდერობს. ხმათა 87%-ის დათვლის შედეგად,  ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ, ლიბერალებმა და დემოკრატებმა ჯამში ხმათა 44% დააგროვეს. ორმა პრორუსულმა პარტიამ კი ხმების 40% აიღო. ქვეყნის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებში მოსახლეობის 56%-მა მიიღო მონაწილეობა.

პროევროპული კოალიცია ლიბერალ-დემოკრატებისა და დემოკრატების მონაწილეობით ქვეყანას 2009 წლიდან მართავს. ლიბერალური პარტია კოალიციას გასულ წელს გამოეყო და ოპოზიციაში გადავიდა. პრორუსული პარტიები კი ქვეყნის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას უჭერენ მხარს.

კომენტარები