ლუკა კურტანიძის გადაყენება

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე თანამდებობიდან გადააყენეს

ლუკა კურტანიძე

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომაზე გადაწყდა, რომ ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე აღარ იქნება.

კურტანიძის უფლებამოსილების შეჩერებას მხარი 33 დელეგატიდან 21-მა დაუჭირა.

მანამდე კურტანიძემ პრეზიდიუმს შესთავაზა საანგარიშო სხდომის 26 თებერვალს დანიშვნა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვიცეპრეზიდენტ ედიშერ მაჩაიძისთვის გადაბარება, მაგრამ დელეგატებმა ეს წინადადება უარყვეს. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს განმარტებით, წესდება ვიცეპრეზიდენტისთვის უფლებამოსილების გადაბარებას საერთოდ არ ითვალისწინებს, ამიტომ ასეთი ვარიანტი გამორიცხულიც იყო. 

საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა 26 დეკემბერს გაიმართება, კანდიდატების დარეგისტრირება კი 5-დან 20 დეკემბრამდე მოხდება.

კომენტარები