ურუგვაი

ურუგვაის საპრეზიდენტო არჩევნებში ექსპრეზიდენტმა ტაბარე ვასკესმა გაიმარჯვა

http://www.laprensa.hn

ურუგვაის საპრეზიდენტო არჩევნებში ექსპრეზიდენტმა ტაბარე ვასკესმა გაიმარჯვა.

მემარცხენე კოალიციის წევრმა, პროფესიით ონკოლოგმა ვასკესმა ხმათა 53% მიიღო და მემარჯვენე პარტიიდან ოპონენტი დაამარცხა.

ურუგვაის მემარცხენე კოალიცია ცნობილია ისეთი რეფორმებით, როგორიცაა მარიხუანისა და ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაცია. 

ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ამჯერად უსაფრთხოების, ჯანდაცვისა და განათლების პრობლემების გადაჭრა დაისახა მიზნად. 

კომენტარები