ალექსანდრე ჭიკაიძე

ალექსანდრე ჭიკაიძე სომხეთში მედლით დააჯილდოვეს

facebook.com/aleksandretchikaidzeofficial

სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტისას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე სომხეთის პოლიციის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ გასპარიანმა მედლით დააჯილდოვა. მედალი ჭიკაიძეს სომხეთსა და საქართველოს შორის პოლიციის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისთვის გადაეცა.

სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრე ჭიკაიძე სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორ გორიკ აკოპიანსაც შეხვდა. შინაგან საქმეთა მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი სამართალდამცავ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს და სამომავლო გეგმებს შეეხო

ვიზიტის დროს დაგეგმილია ჭიკაიძის შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანთან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში 2 დეკემბერს დასრულდება.

კომენტარები