რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულება

იაპონია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ ურღვევობას

"იაპონიის თანმიმდევრული პოზიციაა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტა უნდა მოხდეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ურღვევობის პრინციპების შესაბამისად, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოსა და სრულიად სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის," - ვკითხულობთ საქართველოში იაპონიის საელჩოს მიერ გამოაქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას ეხება. 

"იაპონიის ეს პოზიცია რჩება უცვლელი ე.წ. მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების მიმართებითაც. იაპონია და საქართველო ეწინააღმდეგებიან საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრის შეცვლის ნებისმიერ მცდელობას. ზემოხსენებული დებულებები თვალნათლივაა გამოხატული იაპონიისა და საქართველოს 24 ოქტომბრის ერთობლივ განცხადებაში - სოლიდარობა მშვიდობისა და დემოკრატიისთვის, რომელიც მისი აღმატებულება იაპონიის პრემიერმინისტრის, ბატონი შინძო აბეს და მისი აღმატებულება საქართველოს პრეზიდენტის, ბატონი გიორგი მარგველაშვილის მიერ იქნა ხელმოწერილი საქართველოს პრეზიდენტის იაპონიაში ვიზიტისას," - წერია იაპონიის საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები