პატიმრის თვითმკვლელობა

სამინისტრო: სასჯელაღსრულების #18 დაწესებულებაში პატიმარმა თავი მოიკლა

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, #18 დაწესებულებაში პატიმარმა თავი მოიკლა. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა დაწყებული.

"სასჯელაღსრულების N18 (სასჯელაღსრულების ცენტრალური საავადმყოფო) დაწესებულებაში სუიციდის ფაქტი დაფიქსირდა. გარდაიცვალა 1980 წელს დაბადებული მსჯავრდებული ჯ.ი. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს", - წერია განცხადებაში.

ბოლო ერთ კვირაში, ეს პატიმრის თვითმკვლელობის მეორე შემთხვევაა. სასჯელაღსრულების სამინისტრომ 26 ნოემბერს ქსნის (N15) ციხეში მომხდარი სუიციდის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. 

კომენტარები