საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში

პეტრო პოროშენკომ ალექსანდრე კვიტაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს ჯანდაცვის ყოფილ მინისტრ ალექსანდრე კვიტაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა. მის გარდა, მოქალაქეობა მიიღეს ნატალია იარესკომ და აივარას აბრამოვიჩუსმა.

მოქალაქეობა მათ მთავრობის კაბინეტში პოსტების დასაკავებლად სჭირდებათ.

ალექსანდრე კვიტაშვილი ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატად პოროშენკოს ბლოკმა გუშინ წარადგინა. ნატალია იარესკო ფინანსთა, აივარას აბრამოვიჩუსი კი ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატებად არიან წარდგენილი.

კომენტარები