აბაშიძე-კარასინის ფორმატი

ბაქრაძე: მოლოდინი მეტი იყო, მაგრამ კარასინი-აბაშიძის ფორმატი უნდა შენარჩუნდეს

http://greece.mfa.gov.ge/

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატისგან პოლიტიკური მიმართულებით მოლოდინები უფრო მეტი იყო, თუმცა ეს დიალოგი უნდა შენარჩუნდეს. ბაქრაძის თქმით, არ არსებობს საერთაშორისო აქტორი, რომელიც აღნიშნული ფორმატის გაუქმებას შეიძლება უჭერდეს მხარს.

"რა თქმა უნდა, პოლიტიკური მიმართულებით, შეიძლება ითქვას, რომ მოლოდინები უფრო მეტი იყო, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობის მქონე პოზიცია გულისხმობს მსგავსი ფორმატის შენარჩუნებას. არ არსებობს საერთაშორისო აქტორი, რომელთანაც გვქონია ურთიერთობა, რომელიც არ მიესალმება და არ უჭერს მხარს მსგავსი ფორმატის შენარჩუნებას. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს ფორმატი უნდა შენარჩუნდეს იმ სპეციფიკის გათვალისწინებით, რომელიც იმ მომენტისათვის ახასიათებს ორმხრივ ურთიერთობებს", - განაცხადა ბაქრაძემ.

კომენტარები