უკრაინის მთავრობა

უკრაინის უმაღლესმა რადამ მინისტრთა ახალი კაბინეტი დაამტკიცა

უკრაინის უმაღლესი რადა

უკრაინის უმაღლესმა რადამ მინისტრთა ახალი კაბინეტი დაამტკიცა. საკანონმდებლო ორგანომ ახალ მთავრობას მხარდაჭერა 288 ხმით გამოუცხადა.

ვიცე პრემიერად დაინიშნა რეგიონული განვითარების, სამშენებლო, საბინაო და კომუნალური ეკონომიკის მინისტრი - გენადი ზუბკო. ასევე ვიცე-პრემიერის პოსტს დაიკავებენ  ვალერია ვაშევსკა, ანა ონიშენკო, კულტურის მინისტრი ვიაჩესლავ კირილენკო და თავდაცვის მინისტრი სტეპან პოლტორაკი.

საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება პოლ კლიმკინი.

შინაგან საქმეთა მინისტრი - არსენ ავაკოვი;

იუსტიციის მინისტრი - პაველ პეტრენკო;

ფინანსთა მინისტრი - ნატალია იარესკო;

ეკონომიკის მინისტრი - აივარის აბრამავიჩუსი;

ენერგეტიკის და საწვავის მინისტრი - ვლადიმერ დემჩიშინი;

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - სერგეი კვიტი;

ჯანდაცვის მინისტრი - ალექსანდრე კვიტაშვილი;

აგრარული პოლიტიკის მინისტრი - ალეკსეი პავლენკო;

შრომის და სოციალური პოლიტიკის მინისტრი - პაველ როზენკო;

საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრი - იური დასტი;

სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი - იგორ ჟდანოვი;

ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი  - იგორ შევჩენკო;

ინფრასტრუქტურის მინისტრი - ანდრეი პოვივარსკი;

კომენტარები