NATO-საქართველოს ურთიერთობა

ბერუჩაშვილი ბრიუსელში სიტყვით გამოვიდა

facebook.com/mfageorgia/

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა ბრიუსელში მონაწილეობა მიიღო ავღანეთში NATO-ს "ურყევი მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.

ავღანეთში NATO-ს ახალი მისიის მონაწილე ქვეყნების შეხვედრაზე, საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეაჯამეს ISAF-ის ოპერაცია და განიხილეს მომავალი მისიის პრიორიტეტები, რომელიც 2015 წლიდან დაიწყება და რომლის ძირითადი მიზანია ავღანეთის შეიარაღებული ძალების წვრთნა-აღჭურვა და მხარდაჭერა.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, საქართველო გეგმავს NATO-ს ახალ მისიაში აქტიურ მონაწილეობას, რითიც გააგრძელებს საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

"შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სხვა საკითხებთან ერთად ისაუბრა ბოლო პერიოდში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართ რუსეთის ფედერაციის აგრესიულ ქმედებებზე. მინისტრმა მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილე სახელმწიფოებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის", - წერია პრესსამსახურის პრესრელიზში.

კომენტარები