isis

ირანმა ერაყში ISIS-ის პოზიციები დაბომბა

1 კომენტარი
ფოტო: Reuters

ირანმა აღმოსავლეთ ერაყში ISIS-ის პოზიციები დაბომბა. ალ-ჯაზირას ინფორმაციით, დაბომბვა ამერიკული მაკდონელ დუგლასის F-4 ფანტომიდან მოხდა, რომელიც ირანმა 1979 წლის ისლამურ რევოლუციამდე, შაჰის მმართველობის პერიოდში შეიძინა.

ადმირალ ჯონ კირბის ცნობით, ირანის მიერ ჩატარებული ოპერაცია პენტაგონთან შეთანხმებული არ ყოფილა და ირანი ისლამისტ ტერორისტებს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დამოუკიდებლად ბომბავს.

ირანი იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც ISIS-თან გასამკლავებლად ერაყს სამხედრო დახმარება გაუგზავნა, თუმცა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ ISIS-ის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა მიიღო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ქალბატონი, ოქროს თევზები, ოქროს ხბო და პროტესტის ისტორია

კომენტარები