საქართველოს მთავრობა

მაჭავარიანი: ასეთი მთავრობა უნდა გადადგეს, თუ არადა, უარეს შედეგებამდე მივალთ

ka.wikipedia.org

საპარლამენტო უმცირესობა საკანონმდებლო ორგანოში ეკონომიკური გუნდის მინისტრებს იბარებს. საპარლამენტო უმცირესობის წევრის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ქვეყნაში შექმნილი ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე მთავრობა უნდა გადადგეს.

„გავაჟღერეთ ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სურვილი იმიტომ, რომ შეუძლებელია დღეს მოგწონდეს რაც ხდება ეკონომიკაში - არ იქმნება სამუშაო ადგილები, ყოველდღე ღარიბდება ჩვენი მოსახლეობა, უფასურდება ლარი და, სამწუხაროდ, ეკონომიკა მიდის ყოველდღიურად უკან. ბუნებრივია, როცა მთავრობა ვერ ასრულებს მათ მთავარ მოვალეობას, რომ უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა და უსაფრთხოება, ასეთი მთავრობა უნდა გადადგეს. თუ არადა, იქნება ეს მთავრობა და კიდევ უარეს შედეგებამდე მივალთ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

კომენტარები