გამოსვლები უნგრეთში

უნგრეთში დემონსტრანტები მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებენ

The Budapest Beacon

უნგრეთის დედაქალაქში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაცია გაიმართა. რამდენიმე ათასმა ადამიანმა ვიქტორ ორბანის მთავრობა კორუფციაში დაადანაშაულა. აქტივისტებმა მთავრობის წევრთა და მათთან დაახლოებულ პირთა საქმიანობის გამოძიება მოითხოვეს.

უნგრეთის მთავრობის რამდენიმე წარმომადგენლის მიმართ, მათი შესაძლო კორუმპირებულობის გამო, შეერთებულმა შტატებმა პერსონალური სანქციები შემოიღო. ბუდაპეშტში მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლები რამდენიმე კვირის წინაც გაიმართა.

კომენტარები