პენსიის ზრდა

ენმ საკანონმდებლო ინიციატივით პენსიის 220 ლარამდე გაზრდას მოითხოვს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ნაციონალური მოძრაობა პენსიის 220 ლარამდე გაზრდას მოითხოვს. დღეს პარლამენტში სახელმწიფო პენსიის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივა შევა, რომლის მიხედვითაც პენსია სწორედ აღნიშნული ოდენობით განისაზღვრება.

გოგა ხაჩიძის თქმით, ქართული ოცნება თავად არ ცდილობს საჯაროდ გაცემული დაპირებების შესრულებას და ამიტომ, ნაციონალური მოძრაობა შეეცდება, შექმნას საკანონმდებლო მექანიზმები. "შეგახსენებთ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, კაიმანის კუნძულებზე არის თანადაფინანსების ფონდი, რომელშიც 10 მილიარდი უნდა ყოფილიყო მობილიზებული. მისივე განცხადებით, 6 მილიარდი არის უკვე. აბსოლუტურად საკმარისი რესურსია. ლარის ზრდის პერიოდში კარგი იქნება, თუ პენსიაც გაიზრდება", - აღნიშნავს ხაჩიძე.

გოგა ხაჩიძე პარლამენტში დღეს მეორე კანონპროექტსაც დაარეგისტრირებს "უფასო ფულის შესახებ", რომელიც ბანკიდან კრედიტის გატანას პროცენტის გარეშე ითვალისწინებს.

ნაციონალური მოძრაობა დაპირებების შესასრულებლად საკანონმდებლო ინიციატივების ციკლს გეგმავს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები