ქართული ოცნების შემომწირველები

მედიატორი: ისნის რაიონის გამგეობაში ქართული ოცნების 5 შემომწირველი დასაქმდა

მონიტორინგის ცენტრ - მედიატორის ინფორმაციით, ისნის რაიონის გამგეობაში პოლიტიკური პარტია ქართული ოცნების 5 შემომწირველი დასაქმდა. მათ შორისაა, ისნის რაიონის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა. ორგანიზაციის დამფუძნებლის თეონა ჭალიძის თქმით, ეს ადამიანები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში 2014 წლის არჩევნების შემდეგ გათავისუფლებული თანამშრომლების ადგილზე დაინიშნენ.

ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, უახლოეს მომავალში ისინი თბილისის სხვა რაიონების თვითმმართველობაში ჩატარებული მსგავსი კვლევის შედეგებსაც გაასაჯაროებენ.

კომენტარები