რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

ლავროვი: რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლებელია

ლავროვი
novinite.com

რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრაში შეუძლებელი არაფერია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შვეიცარიაში, ეუთოს მინისტერიალზე განაცხადა.

სერგეი ლავროვის თქმით, მოსკოვს აქამდეც დაუდასტურებია, რომ თუ აუცილებლობა და ინტერესი იქნება, შეხვედრა შესაძლოა გაიმართოს. ლავროვმა ასევე აფხაზეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსკოვი მედვედევ-სარკოზის შეთანხმებას ასრულებს.

„რუსეთის ურთიერთობა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან არის სუვერენული სახელმწიფოების ურთიერთობა, რომელიც საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეფუძნება. ის არ ლახავს არავის ინტერესებს. აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან 100-მდე ხელშეკრულება გვაქვს დადებული და სწორედ ეს არის ურთიერთობის არსი საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებელ სუბიექტებს შორის“, - განაცხადა ლავროვმა.

კომენტარები