საარჩევნო კანონმდებლობა

სილევიჩი: მაჟორიტარების არჩევის წესი ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამება

საქართველოში მაჟორიტარი დეპუტატების არჩევის წესი ევროკავშირის სტანდარტებს არ შეესაბამება, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებელმა საქართველოს საკითხებზე, ბორის სილევიჩმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მთავარი საკითხი არის საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც ვენეციის კომისიამ დაასკვნა. საარჩევნო კანონმდებლობის ნაწილი, რომელიც მაჟორიტარებს ეხება, არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს, იმიტომ, რომ საარჩევნო უბნების ზომები იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ პარლამენტის წევრთა არჩევა ხდება ამომრჩეველთა ძალიან განსხვავებული რაოდენობის მიერ", - განაცხადა სილევიჩმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, შესაბამისი ცვლილებების განხორციელება კანონმდებლობაში აუცილებელია.

კომენტარები