გრეგორი ლეპსის კონცერტი

გრეგორი ლეპსის კონცერტზე დამსწრეებს სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს

rustavi2.com

სპორტის სასახლის წინ გრეგორი ლეპსის კონცერტზე დამსწრეებს სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს. აქციის მონაწილეების თქმით, საქართველოში ოკუპანტის კონცერტები არ უნდა იმართებოდეს, რადგან ეს რუსული პროპაგანდის ნაწილია. მათ ტრაფარეტებიც აღმართეს, რომლებზეც "არა ოკუპანტის კონცერტს" და "ნუ გაყიდი საქართველოს" ეწერა.

კონცერტზე დასწრების მსურველების თქმით, პოლიტიკის და ხელოვნების ერთმანეთში არევა არ შეიძლება.

შეგახსენებთ, რომ მომღერალი გრეგორი ლეპსი ღიად უცხადებს მხარდაჭერას ვლადიმირ პუტინს, ხოლო მის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია გაამართლა.

კომენტარები