გრეგორი ლეპსის კონცერტი

მაესტრო: ლეპსის დაცვამ ჩვენი ჟურნალისტი და ოპერატორი ოთახში ჩაკეტა

youtube.com

ტელეკომპანია მაესტროს ჟურნალისტის ნინი მეტრეველის განმარტებით, ის და ოპერატორი გრეგორი ლეპსის დაცვამ დროებით ოთახში ჩაკეტა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ჟურნალისტის თქმით, მან მომღერალს პუტინის შესახებ დაუსვა კითხვა, რის გამოც მომღერლის პროდიუსერმა უკმაყოფილება გამოხატა.

"მომღერალთან ინტერვიუს დაწყებამდე მისმა პროდიუსერებმა ამიკრძალეს პოლიტიკური კითხვის დასმა, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი იტნერესიდან გამომდინარე მე მაინც დავუსვი ეს კითხვა. კითხვა იყო შემდეგი: ემხრობოდა თუ არა მომღერალი პუტინის პოლიტიკას. სწორედ ამან გამოიწვია უკმაყოფილება ლეპსის პროდიუსერის მხრიდან. ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ამიყვანეს მათთან ოთახში, ჩამკეტეს დაცვასთან ერთად, იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, მიწოდეს უნიჭო ჟურნალისტი. დაცვა არ მაძლევდა საშუალებას გარეთ გამოვსულიყავი. 1 საათი და 15 წუთი ვიყავი იმ ოთახში. მითხრეს, რომ ამ კითხვის დასმის გამო მოხდა ეს და ასევე მიმეორებდნენ, რომ ეს მასალა ვერ გავიდოდა ეთერში" - განაცხადა ჟურნალისტმა.

კონცერტის დაწყებამდე აქციის მონაწილეებმა კონცერტზე დამსწრეებს სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს და ტრაფარეტები აღმართეს წარწერებით "არა ოკუპანტის კონცერტს" და "ნუ გაყიდი საქართველოს".

კომენტარები