ინციდენტი ლეპსის კონცერტზე

ლეპსის კონცერტზე მომხდარ ინციდენტს შსს 143-ე მუხლით იძიებს

გრეგორი ლეპსის კონცერტის დაწყების წინ მაესტროს ჟურნალისტთან და ოპერატორთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც შსს-ში ტაბულას განუცხადეს, გამოძიება 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო და თავისუფლების აღკვეთას ვადით 2-4 წლამდე ითვალისწინებს.

როგორც მაესტროს ჟურნალისტმა განმარტა, ის და ოპერატორი გრეგორი ლეპსის დაცვამ დროებით ოთახში ჩაკეტა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ჟურნალისტის თქმით, მან მომღერალს პუტინის შესახებ დაუსვა კითხვა, რის გამოც მომღერლის პროდიუსერმა უკმაყოფილება გამოხატა.

კონცერტის დაწყებამდე აქციის მონაწილეებმა კონცერტზე დამსწრეებს სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს და ტრაფარეტები აღმართეს წარწერებით "არა ოკუპანტის კონცერტს" და "ნუ გაყიდი საქართველოს".

კომენტარები