საქართველო-უკრაინის ურთიერთობა

კერესელიძე: საკადრო ცვლილებებმა ხელი არ უნდა შეუშალოს უკრაინასთან ურთიერთობას

ტაბულა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, "ჩვენ და უკრაინას საერთო გამოწვევები და მისწრაფებები გვაქვს, საერთო იდეები. ერთად მივისწრაფით ევროპისკენ და არანაირმა საკადრო გადაწყვეტილებებმა ხელი არ უნდა შეუშალოს ამ მაღალ დონეზე მდგარ ურთიერთობებს". ტაბულას კითხვაზე, ხომ არ გაუარესდება საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობები საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების უკრაინის მთავრობაში დანიშვნების გამო, საგარეო უწყების სპიკერი დავით კერესელიძე ამბობს, რომ ეს ორი ქვეყნის ურთიერთობას ზიანს არ მიაყენებს.

"რა თქმა უნდა, იმ ადამიანის დანიშვნა, რომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს, ძალიან ცუდი იქნებოდა. რაც შეეხება დანარჩენებებს, ნებისმიერ სხვა თანამდებობაზე, რომელსაც უკრაინა საქართველოს ან უცხოეთის სხვა მოქალაქეებს შესთავაზებს, ეს არის მათი სუვერენული უფლება და ამაზე ქართული მხარე ვერაფერს იტყვის. პირიქით, ვუსურვებ წარმატებას ყველას, დაეხმაროს ამ ქვეყანას იმ დიდ გამოწვევებში, რომლის წინაშეც ის დგას. ჩვენ ყველა ზომას მივმართავთ, რომ საქართველოს მთავრობამ, საქართველომ მხარი დაუჭიროს უკრაინას ყველა იმ გამოწვევაში და რეფორმაში, რომელიც დღეს ამ ქვეყანას სჭირდება",- განაცხადა კერესელიძემ და აღნიშნა, რომ უკრაინა არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი.

"ჩვენ საერთო გამოწვევები და მისწრაფებები გვაქვს, საერთო იდეები. ერთად მივისწრაფით ევროპისკენ და არანაირმა საკადრო გადაწყვეტილებებმა ხელი არ უნდა შეუშალოს ამ მაღალ დონეზე მდგარ ურთიერთობებს" - აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.

კომენტარები