ჟენევის მოლაპარაკებები

9-10 დეკემბერს ჟენევის მოლაპარაკებების 30-ე რაუნდი გაიმართება

ტაბულა

9-10 დეკემბერს ჟენევის მოლაპარაკებების 30-ე რაუნდი გაიმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის დავით კერესელიძის განცხადებით, ქართულ დელეგაციას ახალი მომლაპარაკებელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა უხელმძღვანელებს. სპიკერის ინფორმაციით, ქართული მხარე აუცილებლად დასვამს რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულების საკითხს.

"ასევე, განხილული იქნება ოკუპირებულ რეგიონებში, მიმდებარე ზონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარება", - განაცხადა კერესელიძემ.

კომენტარები