სასამართლო სისტემა

წულუკიანი: კუბლაშვილს მოუწევს აღიაროს, რომ სასამართლოს შიგნით პრობლემებია

news.ge

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, სასამართლო სისტემაში ხარვეზები და პრობლემებია და ამის აღიარება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კონსტანტინე კუბლაშვილსაც მოუწევს. 

„ძალიან ცუდია, რომ სასამართლო სისტემის შიგნით არსებული პრობლემების და ხარვეზების აღიარება არ ხდება. მაგრამ დღეს თუ არა, ხვალ ბატონ კუბლაშვილს მოუწევს აღიარება, რომ სასამართლოს სისტემის შიგნით არსებობს პრობლემები. მე პირადად აღარ ვამყარებ მასზე დიდ იმედებს, რომ რეფორმატორი გახდება და ამ მანტიით დატოვებს მართლმსაჯულებას, მაგრამ ძალიან დიდ იმედს ვამყარებ, რომ მომავალი ხელძღვანელი იქნება რეფორმატორი, რომელთან ერთადაც მე ბოლომდე მივიყვან მართლმსაჯულების რეფორმას და გავხდი სასამართლოს და ქართველ მოსამართლეს საამაყოს“, - განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები