გერმანია-საქართველოს ურთიერთობა

შტაინმაიერი: საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლამდე ძალიან ცოტა დარჩა

0 კომენტარი
ფრანკ-ვოლტერ შტაინმაიერი ფოტო: wikipedia.org

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლამდე "ძალიან ცოტა" დარჩა. ამის შესახებ შტაინმაიერმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან თამარ ბერუჩაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა.

"ასოცირების შეთანხმება არის რეალობა, ივნისის ბოლოს მოეწერა მას ხელი და არის ყოვლისმომცველი დოკუმენტი. ამ შეთანხმების დანერგვა ახლა დაიწყო, სჭირდება დრო და ენერგია, რომ ყველამ მივიღოთ ამაში მონაწილეობა, მოვახდინოთ კონცენტრაცია ისე, რომ საქართველოს მოსახლეობამ მაქსიმალურად სწრაფად მიიღოს რეალური სარგებელი. გერმანია ცდილობს, ეს საქართველოსთან ერთად გააკეთოს, ეს არ არის ერთადერთი აქტი. საქართველოს და ევროკავშირს შორის ხდება ვიზა ლიბერალიზაციაც, ძალიან ცოტა დაგვრჩა უვიზო მიმოსვლამდე. 2014 წლის ოქტომბერშიც იყო ამაზე საუბარი და ეს პროცესი შეუქცევადად გაგრძელდება, საქართველოს აქვს ნაკისრი გამჭვირვალე და მკაფიო ვალდებულებები და ახლა უნდა შესრულდეს. დანერგვაზე გველის მოცულობით სამუშაოები, რაც ნამდვილად ღირს. ევროკავშირი და საქართველო ამისკენ მიილტვის" - განაცხადა შტაინმაიერმა. 

მისივე თქმით, "დროის და ვადის თვალსაზრისით რომ განვჭვრიტოთ, გერმანიის მთავრობა უპირობოდ ემხრობა ბუქარესტის გადაწყვეტილებებს და უელსის სამიტის შემდეგ წინ წავიდა პროცესი". შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ "პაკეტი, რაც მიიღო საქართველომ, წამოწია გერმანიამ, გერმანია იყო ინიციატორი". მისი თქმით, ყველაფერი ლოგიკურად მიდის.

"ჩვენი გადმოსახედიდან ეს არის ადეკვატური პოზიცია, ნატოს კომიტეტებში ვსაუბრობთ ამაზე და ამ ყველაფერში შეგვაქვს წვლილი" - დასძინა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები