საქართველოს მთავრობა

ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მინისტრთა კაბინეტს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მინისტრთა კაბინეტთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე მიმდინარე და 2015 წლისთვის დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

"მთავრობის წევრებმა პრემიერს უწყებების საქმიანობის ანგარიში ჩააბარეს და სამომავლო გეგმები გააცნეს. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა" - აღნიშნავს საქართველოს მთავრობის პრესსამსახური.

კომენტარები