ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სამანქანო მოძრაობა შეფერხებულია

news.ge

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სამანქანო მოძრაობა შეფერხებულია.

დატბორილია გზის სავალი ნაწილი. კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის განცხადებით, კომპანიაში დაზიანების შესახებ შეტყობინება 09:27 საათზე შევიდა და ადგილზე გასულია ჯგუფი, რომელიც სიტუაციას სწავლობს.

ამავე ტერიტორიაზე მილი ოთხი დღის წინაც დაზიანდა, მისი შეკეთების შემდეგ გზის ახალი საფარიც დაიგო, თუმცა წყლის მილი კვლავ დაზიანდა.

კომენტარები