გენერალური ინსპექცია

შსს-ს გენინსპექციის ახალი უფროსის შვილი გენინსპექციის მთავარი სპეციალისტია

შს გენერალური ინსპექციის მთავარი სპეციალისტი ნინო გოგაშვილი
Nini Gogashvili/FB.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ახლადდანიშნული უფროსის იოსებ გოგაშვილის შვილი, 1994 წელს დაბადებული ნინო გოგაშვილი გენინსპექციის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობს. აღნიშნულის შესახებ იოსებ გოგაშვილს 2014 წლის ქონებრივ დეკლარაციაში აქვს მითითებული. ნინო გოგაშვილმა 2013 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ხელფასის სახით 13 879 ლარი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას, იოსებ გოგაშვილი შსს გენერალური ინსპექციის ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. გოგაშვილი გენინსპექციის უფროსის პოსტზე დღეს დაინიშნა. მან ირაკლი სამყურაშვილი შეცვალა. იოსებ გოგაშვილი 1972 წელს, დედოფლისწყაროში დაიბადა.

კომენტარები