ქალთა ჩართულობა

NDI-ში ქალთა პოლიტიკურ ჩართულობაზე იმსჯელეს

"გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად" - ამ სათაურის კონფერენციას ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა უმასპინძლა. კონფერენციაზე წარმოადგინეს კვლევა, რომლის მიხედვით, ქვეყანაში ქალების პოლიტიკური ჩართულობის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია.NDI-ს უახლესმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ საზოგადოებას აქვს მოთხოვნა, რომ უფრო მეტი ქალი იყოს არჩეულ თანამდებობებზე.

კონფერენციაზე გასაჯაროვდა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მიზნით არასამთავროებისა და ექსპერტებისგან თებერვალში შექმნილი სამუშაო ჯგუფის ახალი ინიციატივა გენდერულ კვოტაზე. ინიციატივის მიხედვით, პარტიის მიერ ცესკოსთვის წარდგენილ პროპორციულ სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის ადამიანი უნდა იყოს, შედეგად პარლამენტში პროპორციული სიით არჩეული 77 წევრიდან 38 ქალი იქნება.

კომენტარები