თბილისობის საქმე

მერია თბილისობის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობას ადასტურებს

amerikiskhma.com

დედაქალაქის მერია ადასტურებს, რომ თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებული შესყიდვების საქმეზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.თუმცა, დღეს საღამოს მერიის შენობაში, დოკუმენტაციის ამოსაღებად პროკურატურის წარმომადგენელთა მისვლას უარყოფს.

"მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები იმყოფებიან თბილისის მერიაში და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებული შესყიდვის დოკუმენტაციის ამოღების მიზნით, სიმართლეს არ შეესაბამება", - აღნიშნულია მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ საკითხზე მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება ხსენებული შესყიდვების კანონიერების დასადგენად და გამოძიების პროცესში თბილისის მერია აქტიურად არის ჩართული.

„ვინაიდან საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით განხორციელებულ შესყიდვებზე, თბილისის მერია გამოძიებას მიაწოდებს სრულ დოკუმენტაციას, რისი მოგროვების პროცესიც მიმდინარეობს და აპირებს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას გამოძიებასთან სიმართლის დასადგენად", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები