ივანიშვილი პოლიტიკაში

ალასანია: ივანიშვილი ჩრდილიდან უნდა გამოვიდეს

Forbes Georgia

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს და ქვეყნა ოფიციალური სტატუსით და არა ფარულად მართოს. ამის შესახებ თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა რუსთავი 2-ს გადაცემა არჩევანში განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო საკადრო გადაწყვეტილებების უკან აშკარად დგას ყოფილი პრემიერმინისტრი. „და როდესაც ყველზე სუსტი რგოლი ხდება პრემიერი, ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. იმიტომ რომ ინვესტორის, საჯარო მოხელეების და თანამდებობის პირების წარმოდგენაში ასეთი ფიქტიური მმართველი, რა თქმა უნდა, არ იწვევს სანდოობას, ამით ბიზნეს გარემოც ზიანდება", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მისი აზრით, შექმნილ ვითარებაში „ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება, რომ ბიძინა ივანიშვილმა აიღოს პასუხისგებლობა მთავრობაზე და (ქვეყანა) ჩრდილიდან აღარ მართოს".
ალასანიას განცხადებით, კოალიციის წევრთა დიდ ნაწილი ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის წინააღმდეგი იყო და ამას იმ პირობით დათანხმდა, რომ იგი პოლიტიკაში რაიმე ფორმით აღარ ჩაერთვებოდა.

„რადგან დღეს ასეთი ვითარებაა, სახელმწიფოსთვის უფრო ჯანსაღი იქნება, მან აიღოს პასუხისმგებლობა, ჩრდილიდან გამოვიდეს და მართოს ქვეყანა, სხვა შემთხვევაში ღრმა კრიზისი ქვეყანაში გარდაუვალია", - განაცხადა თავისუფალი დემოკრატების ლდიერმა.

მის თქმით, პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ ივანიშვილმა უნდა შექმნას პირობები, რომ მომავალ არჩვენებზე საზოგადოებამ კონკურენტულ გარემოში ახალი პარლამენტი აირჩიოს.

კომენტარები