ეკოონომიკის სამინისტროს ხარჯები

ენმ: კვირიკაშვილმა თვითმფრინავის ბილეთში 18 000 ლარზე მეტი გადაიხადა

news.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, ვიცეპრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ნიუ იორკის და ვაშინგტონის ბილეთში 18 000 ლარზე მეტი გადაიხადა. მისივე განცხადებით, კვირიკაშვილმა ყაზახეთში მივლინების დროს, ასტანაში გასაფრენი ბილეთი იყიდა 8 766 ლარად, მაშინ როცა, ავიაკომპანიას ასეთი ძვირადღირებული ბილეთები არ აქვს.

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ამის თაობაზე არაერთი ბრიფინგი ჰქონდა. ჩვენ წარმოგიდგინეთ მასალები, როდესაც ნიუ ორკში გაეროს კლიმატის სამიტზე წასულმა პრემიერმა პირდაპირ იქირავა ლუფთანზაში თავისთვის და თავისი მეუღლისთვის ოთახები და არაჩვეულებრივი ბიზნესკლასის ბილეთები აიღო. თითოეული ასეთი ბილეთი მაშინ ოცი ათასი ლარი დაჯდა. როგორც აღმოჩნდა, ეს არ არის ერთეული და გამონაკლისი შემთხვევა ჩვენს მთავრობაში. იგივე შემთხვევასთან გვაქვს ადგილი კვირიკაშვილის ფრენების დროს. მისი ბილეთი ნიუ ორკსა და ვაშინგტონში დაჯდა 18 764 ლარი. გარდა ამისა, მას შეძენილი აქვს კიდევ ერთი ბილეთი გაეროს კლიმატის სამიტზე გამგზავრების დროს. ამ შემთხვევაშიც ვიცეპრემიერმა ბილეთში 12 732 ლარი გადაიხადა. კიდევ ერთი უცნაური შემთხვევა, ეს არის კვირიკაშვილის ყაზახეთში მივლინება, როდესაც მან ასტანაში გასაფრენი ბილეთი იყიდა 8 766 ლარად.  ჩვენ გარკვეული კვლევა ჩავატარეთ და საერთოდ, ასტანაში გასაფრენი ბილეთი ღირს 800 ლარი, ამ ბილეთში კი გადახდილია 8766 ლარი. მოვიძიეთ და ასეთი ფასის ბილეთი საერთოდ ვერ ვიპოვეთ. ჩემთვის ცოტა გაუგებარია კვირიკაშვილი სად ყიდულობს ასეთ ძვირიან ბილეთებს, როცა ამ ავიაკომპანიას ასეთი ძვირადღირებული ბილეთები არ აქვს", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.

კომენტარები