ეუთოს ანგარიში

კობახიძე ODIHR-ის ანგარიშზე: უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დამირღვევია

პარლამენტის ვიცესპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, მას უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დაურღვევია. კობახიძე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ანგარიშს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს თანამდებობის პირების კომენტარები სასამართლო პროცესების შესახებ, მართლმსაჯულების სისტემისადმი საზოგადოების ნდობას ასუსტებს.

"ზოგადად, მე ვიყენებ ტერმინს - "ბრალი აქვს წარდგენილი", "სისხლის სამართლის დანაშაულში ედება ბრალი", ეს არის ფაქტი, ეს არ ნიშნავს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას. თუ სადმე მე ეს ვთქვი მტკიცებით ფორმაში, რომ ეს ადამიანი არის დამნაშავე, არ ვიცი, მაშინ მე უნდა ვნახო, კონკრეტულად რომელი განცხადება იყო, მე ასეთი არ მახსენდება, იმიტომ რომ ვარ ადვოკატი პროფესიით და ზუსტად ვიცი, ადამიანს არ უნდა დააბრალო დანაშაული, ვიდრე მის მიმართ არ იქნება გაგამტყუნებელი განაჩენი" - განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები