საკადრო ცვლილებები

არსებული ინფორმაციით, გიორგი ზედელაშვილი თანამდებობიდან გადადგა

RUSTAVI2.COM

ტაბულას წყაროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზედელაშვილი თანამდებობიდან გადადგა. არსებული ინფორმაციით, ზედელაშვილმა პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

რუსთავი 2-თან საუბრისას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს აღნიშნულ ინფორმაციას. ტაბულას ზარებს კი, უწყებაში არ პასუხობენ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღეში თანამდებობა დატოვა რამდენიმე იმ თანამდებობის პირმა, ვინც თამაზ თამაზაშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის კადრებად მოიაზრებოდნენ. მათ შორის არიან ზვიად ჯანყარაშვილი და გურიის გუბერნატორი. ასევე, სუს-ის უფროსი მალხაზ ჩიკვილაძე.

კომენტარები