ცვლილებები მთავრობაში

ღარიბაშვილი: შს მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ გომელაური იქნება

ირაკლი ღარიბაშვილი დუისში
Irakli Garibashvili Official

შს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე გიორგი ზედელაშვილს ვახტანგ გომელაური შეცვლის, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერმინისტრის თქმით, მოადგილეებად ასევე დაინიშნებიან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი და სასჯელაღსრულების მინისტრის ყოფილი მოადგილე არჩილ თალაკვაძე.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კიდევ ერთი შიდა უწყებრივი გადაადგილება განვახორციელოთ, კერძოდ, შს მინისტრის მოადგილე გიორგი ზედელაშვილი დაინიშნება უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილედ, ვახტანგ გომელაური იქნება შს მინისტრის პირველი მოადგილე, ასევე თეიმურაზ მღებრიშვილი, რომელიც იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, დაინიშნება შს მინისტრის მოადგილედ. ასევე ჭიკაიძის მოადგილედ გადავა სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე. რაც შეეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, მისი უფროსის თანამდებობაზე ვაბრუნებთ ყოფილ ხელმძღვანელ ანზორ ჩუბინიძეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

კომენტარები