გიგი უგულავას საქმე

თბილსერვისის საქმეზე უგულავას ყოფილი მოადგილე ტარიელ ხიზანეიშვილი დაკითხეს

0 კომენტარი

თბილსერვისის ეპიზოდთან დაკავშირებით თბილისის ყოფილი მერის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი მოწმე გიგი უგულავას ყოფილი მოადგილე ტარიელ ხიზანეიშვილი დაიკითხა. მისი თქმით, უგულავას დავალებით თბილსერვისის საზოგადოებასთან ურთიერთობის  სამსახურის განყოფილება შექმნა, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის  აქტივისტები დასაქმდნენ. მისი ჩვენება არადამაჯერებელია დაცვის მხარისთვის, ბრალდების მხარე კი ამომწურავად მიიჩნევს.

"ეს იყო ორი წლის მანძილზე მომზადებული მოწმე. რომელმაც დღეს მრავალ ჩვენს კითხვაზე პასუხისგაცემისგან თავი შეიკავა. ამასთან ერთად, ტარიელ ხიზანეიშვილი პირდაპირ აცხადებდა, რომ ამ განყოფილების შექმნის გადაწყვეტილება მან მიიღო, მან დაგეგმა, მან შეასრულა. და მხოლოდ შემდეგ ამატებდა, რომ ხუთწუთიანი შეხვედრა მქონდა გიგი უგულავასთან და მისგან მოდიოდა ინიციატივა", - განაცხადა გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პროკურატურა: ნაცემი შაქარაშვილი გადააგდეს არაგვში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა

კომენტარები