საქართველოს სუპერთასი 2013-14

დინამომ ჩისკოს ერთადერთი გოლის წყალობით სუპერთასი მოიპოვა

ჩისკო
fcdinamo.ge

დინამო თბილისმა საქართველოს სუპერთასი მეექვსედ მოიპოვა.

დინამო არენაზე გამართულ შეხვედრაში, თბილისელებმა საჩხერის ჩიხურა დამატებით დროში, ჩისკოს მიერ გატანილი გოლის წყალობით დაამარცხეს.

შეხვედრამდე, ესპანელმა განაცხადა, რომ 11 დეკემერს კარიერას სწორედ ამ მატჩში დაასრულებდა და საქართველოში ერთადერთი, აქამდე მიუღწეველი ჯილდოს - სუპერთასის დაუფლების სურვილი გამოთქვა.

აღსანიშნავია, რომ გოლამდე ჩიხურას ანგარიშის გახსნის საშუალება 58-ე წუთზე მიეცა, მაგრამ ღონღაძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმა არაზუსტად შეასრულა.

ამრიგად, დინამოს კაპიტანმა, ჩისკომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა და მის ბოლო მატჩში, საქართველოს ჩემპიონობას (2) და დავით ყიფიანის თასს (2), სუპერთასის ტიტულიც დაუმატა.

კომენტარები