ძარცვა

ქალს ზუგდიდში 2 კილოგრამი ოქრო გასტაცეს

ფოტო არ ასახავს მომხდარ ფაქტს
შსს-ს Facebook-ის გვერდი

დღეს ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე შეიარაღებული პირები ქალს თავს დაესხნენ და 2 კილოგრამი ოქრო გასტაცეს.

ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბარში დაზარალებული ამბობს, რომ თავდამსხმელებს იარაღი ჰქონდათ, ერთ-ერთს კი ნიღაბი ეკეთა. მისივე თქმით, მძარცველებმა მას იარაღი თავში ჩაარტყეს და ძვირფასეულობა წაართვეს.

შემთხვევა შუადღის საათებში მოხდა. დაზარალებული ოქროს ბირჟაზე მუშაობს და შემთხვევამდე ერთი საათი ადრე ოქროულობა ლომბარდიდან შეისყიდა.

ზემოაღნიშნულ ფაქტზე გამოძიება ძარცვის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები