ეუთოს ანგარიში

გიგაური: ODIHR-მა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები წარმოადგინა

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ანგარიში შეაფასა საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა. მისი თქმით, ეს ანგარიში არა მხოლოდ გახმაურებულ საქმეებს, არამედ მთლიანად მართლმსაჯულების სისტემას ეხება. მისივე შეფასებით, ოდირმა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები წარმოადგინა.

"ანგარიშში მოყვანილია ძალიან ბევრი მიგნება იმ ორგანოებთან მიმართებით, რომელიც შეადგენს ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემას. ოდირმა წარმოადგინა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები როგორც კონკრეტული უწყებების რეფორმებთან, ისე საკანონმდებლო ცვლილებებთან  დაკავშირებით", - თქვა გიგაურმა.

ეუთო-ს დემოკრატიულ ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა ანგარიში რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა სამართლიანი სასამართლოს უფლებას ვერ უზრუნველყოფს.

კომენტარები