2015 წლის ბიუჯეტი

ჩიქოვანი: ვერ ვიქნებით პასუხისმგებლები, რომ ბიუჯეტი 2015 წელს შესრულდება

ირაკლი ჩიქოვანი
გოჩა ლეჟავა / www.radiotavisupleba.ge

ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარის ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, თავისუფალი დემოკრატები 2015 წლის ბიუჯეტზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ. მისივე შეფასებით, 2014 წლის ბიუჯეტის გარღვევა გახდა ნაკლები სამუშაო ადგილების შექმნის მიზეზი.

"თავისუფალი დემოკრატები 2015 წლის ბიუჯეტის მიმართებაში არ ვიღებთ პასუხისმგებლობას. 2014 წლის ბიუჯეტის პირობებში, როდესაც ასობით მილიონი ლარი ჯერ კიდევ აუთვისებელი და დაუხარჯავია, რამაც გამოიწვია რეალურად ნაკლები სამუშაო ადგილის შექმნა, ნაკლები კეთილდღეობის მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ ვერ ვიქნებით პასუხისმგებლები, რომ დაგეგმილი ბიუჯეტი 2015 წელს შესრულდება" - განაცხადა ჩიქოვანმა.

82 ხმით არცერთის წინააღმდეგ პარლამენტმა მომავალი წლის მთავარი საბიუჯეტო დოკუმენტი დაამტკიცა. ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

კომენტარები